ჯეო ვებ სერვისი/geo web service დაქირავების მსურველთან-ხელშეკრულება

Consulting is a hobby to guide you
 
on the right path. to great achievements
Home » საშუამავლო საქმიანობა  »  დაქირავების მსურველთან-ხელშეკრულება

ქ.თბილისი                                                                                                        ‘_____’____________ 2025 წელი

ხელშეკრულება-აქტი N 2/2025729 (დაქირავების მსურველთან)

ერთის მხრივ შპს „ჯეო ვებ სერვისი“ ს/ნ 405786920 (შემდგომში შემსრულებელი) წარმოდგენილი მისი გენერალური დირეტქოტორის სახით და მეორეს მხირვ

ფიზიკური პირი („შემდგომში პოტენციური მქირავებელი“/“დამკვეთი“) ______________________________________________ (სახელი,გვარი) ______________________ პირადი#_____________________ “პირადობის/პასპორტის#_________________ მცხოვრები ________________________________________________________, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:

1.1. შემსრულებელმა მისცა ინფორმაცია და/ან პირადად დაათვალიერებინა მქირავებელს უძრავი ქონება (შემდგომში „ფართი“)თარიღი ____/________/ ________წელს,__________საათზე, რომელიც მდებარეობს მისამართზე: ____________________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________________ ___________________________________________________.(მოკლე დახასიათება საჭიროების შემთხვევაში).

1.2. ფართის მოწონების და გამქირავებელთან საბოლოოდ მოლაპარაკების დადებითად დასრულების შემთხვევაში,“პოტენციური მქირავებელი“ ვალდებულია შემსრულებელს აცნობოს ამის შესახებ, წინასწარ ფართის დაქირავებამდე.

1.3. პოტენციური მქირავებელი ვალდებულია ხელშეკრულება-აქტის შედგენიდან ერთი დღის ვადაში შემსრულებელს ტელეფონის ნომერზე 579287576, 571070784 ან/და ელ-ფოსტაზე  info@geows.ge აცნობოს ფართის დაქირავების ან/და ქირაობაზე უარის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში დამკვეთს დაეკისრება უძრავი ქონების აგენტის მომსახურების საფასური 500 ლარის ოდენობით. პოტენციური მქირავებელი უფლებამოსილია ხელშეკრულების დათვალიერებისთანავე დააფიქსიროს დადებითი ან უარყოფითი პასუხი რაზეც თავადვე აკეთებს ჩანაწერს ამავე მუხლში. მე ___________________________ .(სახელი, გვარი) __________________ (თანხმობას, უარს) ვაცხადებ ობიექტის დაქირავებაზე.

1.4. მხარეები ვთახმდებით, რომ საზოგადოება „ჯეო ვებ სერვისი“ პასუხს არ აგებს გასაქირავებელ ობიექტზე დამონტაჟებულ გაზის ან/და ელექტრო დანადგარების გამართულობაზე.

1.5. მხარეები ვთახმდებით, რომ თუ პოტენციური მქირავებელი შემსრულებლის გვერდის ავლით იქირავებს დასათვარიებელ ობიექტს ან/და „თავად არ გადაწყვეტს“ ფართის დაქირავებას, მაგრამ აცნობებს თავის ახლობელს, ნათესავს ან/და მესამე პირს დამკვეთი ვალდებულია ამის შესახებ წერილობით აცნობოს შემსრულებელს და აუნაზღაუროს ის ზიანი რაც მიადგა შემსრულებელს კერძოდ ვერ მიიღო გასამრჯელო ბინის გამქირავებლისგან. ზიანის/ზარალის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება გასაქირავებელი ობიექტის ღირებულების სამმაგი ოდენობით. გასაქირავებელი ობიექტის ღირებულება შეადგენს _____________ (___________) ლარს.

1.6. შემსრულებელი ვალდებულია მისცეს ან/და პირადათ დაათვალიერებინოს დამკვეთს უძრავი ქონება/ფართი. დათვალიერების ან/და ინფორმაციის გადაცემის ფაქტი დასტურდება ამ ხელშეკრულებაზე ხელმოწერით.

1.7. მხარეები ვთახმდებით, რომ შემსრულებელი უფლებამოსილია დაამუშაოს დამკვეთის პერსონალური მონაცემები „საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონი“-ს მე-5-ე (მეხუთე)მუხლის საფუძველზე.

1.8. მხარეები ვთახმდებით, რომ შემსრულებელი უფლებამოსილია დამკვეთის პერსონალური მონაცემები გადაამოწმოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, ცენტრალური საარჩევნო კომიისიის ან/და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემთა ბაზებში.

1.9. მხარეები ვთახმდებით, რომ შემსრულებელი უფლებამოსილია დამკვეთის პერსონალური მონაცემები გადასცეს სახელმწიფო ორგანოებსა და უძრავი ქონების გამქირავებელს.

2.0. მხარეები ვთახმდებით, რომ სადაო საკითხები გადაწყდება ურთიერთ შეთანხმებით.ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო/ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია.

2.1. ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ ხელმოწერის მომენტიდან.

2.2. წინამდებარე ხელშეკრულება-აქტი(ობიექტის დათვალიერების შესახებ) შედგენილია ორი თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლიარად. თითო ეგზემპლარი გადაეცათ მხარეებს.

შემსრულებელი: შპს „ჯეო ვებ სერვისი“

დამკვეთი: _______________________________.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error: ყურადღება კონტენტი დაცულია.!!!